“ზურა მანჯავიძე, მინიმალური ადამიანობის საკითხია – გულწრფელად სოლიდარობას უცხადებდეთ ძალადობის მსხვერპლს” – ნიკა მელია

2 days ago 4

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წლების წინანდელ ფაქტს იხსენებს მომღერალ ზურა მანჯავიძესთან დაკავშირებით და კონკრეტული მინიშნებებით აკრიტიკებს მის ახლანდელ პოზიციას:

ტვ “იმედზე” გუშინ გასულმა ამორალურმა დიალოგმა, 2009 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი გამახსენა.

მაშინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეს, მომღერალ ზურა მანჯავიძეს და მის ძმებს, მთაწმინდაზე ხელკეტებით შეიარაღებული, ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს, მის მიერ გამოხატული, პოლიტიკური პოზიციის გამო.

დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს”, მის გვერდზე მჯდომი წამყვანი კი, ზონდერების მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას “პირად ანგარიშსწორებას” უწოდებს,ანუ ხელისუფლება არაფრის შუაშიაო.

ზურა მანჯავიძე, მინიმალური ადამიანობის საკითხია – გულწრფელად სოლიდარობას უცხადებდეთ ძალადობის მსხვერპლს, მითუმეტეს როდესაც თავად გამოგიცდიათ იგივე და რეჟიმის “მრეცხავად” არ იჯდეთ პროპაგანდისტულ არხზე.

ადრეც არსებობდენ და ახლა ხომ არსებობენ და არსებობენ ადამიანები,
ვისთვისაც ხელისუფლების ძალადობა ხან ცუდია და ხან კარგი – ხელისუფლებას გააჩნია!

არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა არცერთი ხელისუფლებისთვის უპატიებია. მოძალადეების “რეცხვით” საზოგადოებაში სტატუსს ვეღარავინ შეინარჩუნებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

სრულად წაკითხვა