ზურა ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოართვეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

1 day ago 5

სასამართლომ პოლიტიკური პარტიის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება. ინფორმაციას თავად ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს ფეისბუკზე.

2024 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო 2 დეკემბრის ინციდენტზე - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციის პოლიციის მიერ დაშლის შემდეგ, ჯაფარიძე თამარაშვილის გამზირზე დააკავეს.

მას პოლიცია ედავებოდა „კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას“ და გზის უკანონო გადაკეტვას.

გარდა ამისა, შსს-ში აცხადებდნენ, რომ ჯაფარიძე აქციაზე იარაღით იმყოფებოდა და უწყება მისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას ითხოვდა.

ჯაფარიძემ 20 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ იარაღის ტარების უფლება წლებია, აქვს:

„იარაღი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვიცი როდის და როგორ გამოვიყენო. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ გამოვიყენე, არავინ დაშავებულა. იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ ამის დარღვევა მომიწევს, რადგან ოჯახის და თავის დაცვა მომიწევს“.

ჯაფარიძემ იარაღი გამოიყენა 2024 წლის მაისში, - იმ პერიოდში, როდესაც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლებს საცხოვრებელ სახლებთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2024 წლის 10 მაისს, „გირჩი TV-ს“ ოფისთან ნიღბიანი პირების ჩასაფრებისას ჯაფარიძემ თავისი, რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებლად გაისროლა.

სრულად წაკითხვა