თაკო ჩარკვიანი: „ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! გონს მოუხმეთ დროულად, არ გაჩერდება ეს პროცესი! დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“

1 week ago 4

1

„ხელისუფლებავ!!! წინასწარ უეჭველი მარცხისთვის გამეტებული გაქვთ თავები! ფრთხილად! ფრთხილად! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“ – აღნიშნულ მიმართვას პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმიანება.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ „ეს პროცესი არ გაჩერდება“ და ხელისუფლებას დათმობისკენ მოუწოდებს:

„რა შემზარავია სიჩუმე „ნაცნობებისა”, როცა შენს გარშემო ახალგაზრდების სისხლის ტბაა.

და კიდევ:

ეს პოლიციის უმოქმედობის გარანტიით და იმედად „მორბენალი ძველი ბიჭები”, აი, ზუსტად ისე, როგორც 90-იანებში ბანდფორმირებებად რომ დარბოდნენ პოლიციასთან „შეკრულები”, გამახსენეთ, რა ერქვათ მაშინ მათ? მგონი ახლაც იგივე სახელი აქვთ არა?

ნუ, თუ პოლიცია არ გვიცავს და არ არსებობს, რა ქნას ხალხმა? თავად დაიცავს ხალხი თავის ოჯახებს, შვილებს, საკუთარი ოჯახების დაცვა თავად მოგვიწევს ისე, როგორც ვიცავდით 90-იანებში!!!

ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! ალბათ ხვდებით რას ნიშნავს, როცა ადამიანები ოჯახებს თავად იცავენ, სამართალდამცავი სისტემის არარსებობის გამო?!

ხელისუფლებავ!!! წინასწარ უეჭველი მარცხისთვის გამეტებული გაქვთ თავები!

ფრთხილად! ფრთხილად! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!!!

გონს მოუხმეთ დროულად, ისევ სათქვენოდ!!! არ გაჩერდება ეს პროცესი!!!

დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა!

გონი-დაფიქრება ეს არის გამოსავალი და სწორი გზა!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა