სააგენტო "პარალელი"
“თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ მიშა ციხეში მოწამლული არ იყო და ის სიმულანტობდა!” – ელისო კილაძე
“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებას აძლევს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:
“მიხეილ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს შეფის ცოლი და იმ ხელისუფლების ერთ ერთი იდეოლოგი თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ მიშა ციხეში მოწამლული არ იყო და ის სიმულანტობდა!
მერამდენე დღეა ველოდები რომ მას მიშას რომელიმე თანამებრძოლი საჯაროდ უპასუხებს!
ამაოდ!
პატიმარ კაცთან ბრძოლა უმადური საქმეა, ხელისუფლებაში როცა იყო მეც სისხლს ვუშრობდი (თავად თქვა პროცესზე), თან ჩერგოლეიშვილი უსინდისოდ იტყუება:
მიშას მოწამვლის ფაქტი ავტორიტეტულმა ამერიკელმა ექსპერტებმა დაადასტურეს (თმის და ფრჩხილის ნიმუშები ყველა წესის დაცვით აიღეს ექიმებმა).
ამ ფაქტზე რუსი ოპოზიციონერებიც საუბრობდნენ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიფინგებზე მიშას ფოტოებს აფრიალებდა, მოწამვლის ფაქტს ქართველი ექიმებიც ვერ უარყოფდნენ, ბოლო ბოლო პროცესზე სამი სხვადასხვა სამედიცინო ისტორია აღმოვაჩინეთ!
უარყოფდნენ მხოლოდ რუსები, ობერ ქოცები და თამარ ჩერგოლეიშვილი!
ზოგადად, პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ იქაც არსებობს წითელი ხაზები, მით უფრო მაშინ, როცა წინა ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანმა ციხე მოიხადა, შენი ქმრის გარდა, სხვების გარიგებაზე არ უნდა ლაპარაკობდე! (ეთერში ვკითხე და სიმღერა დაიწყო).
P.S. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ხმებს არჩევნებზე და რეიტინგს აქციაზე “, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.
“თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ მიშა ციხეში მოწამლული არ იყო და ის სიმულანტობდა!” – ელისო კილაძე
პარალელი