თამუნა ლეკვეიშვილი: „პატრული სახლში შემომივარდა!“

4 weeks ago 20

 „პატრული სახლში შემომივარდა!“„შაბათის შოუს“ მსახიობი, თამუნა ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლში მისულს პატრული დახვდა.

„ფაქტობრივად პატრული სახლში შემომივარდა! სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე – კიბეებზე (კერძო სახლია) – თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო. რა თქმა უნდა, ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში. სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი დაახლოებით 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არა მარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც!”, – წერს თამუნა ლეკვეიშვილი და კომენტარებში ერთ-ერთ ფეისბუქმეგობარს პასუხობს: „ჩემი ქმრის დაშინების მცდელობაა“.

სრულად წაკითხვა