თბილისის მერია 2025 წლისთვის Facebook-სა და Instagram-ზე 70 000 ლარის რეკლამას ყიდულობს

2 weeks ago 9

თბილისის მერია და მუნიციპალური სამსახურები Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შესყიდვას გეგმავენ, რაც 2025 წელს მათი პოსტების დასარეკლამებად იქნება საჭირო. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ რეკლამაში 70 000 ლარი დაიხარჯება.

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“-ს (ს/ნ 405255165) მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიური მომწოდებელია სოციალური ქსელი „ფეისბუქი”, – ნათქვამია შესყიდვის აღწერაში.

სრულად წაკითხვა