“თბილისის მეტროში “კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ“ – სალომე ზურაბიშვილი

6 days ago 8

სალომე ზურაბიშვილი ,,ტიტუშკებთან” მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“თბილისის მეტროში “კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!”

შეგახსენებთ, თბილისის მეტროში გამოჩენილი ე.წ. ტიტუშკები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ  და აქციის მონაწილეებს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თავდაპირველად, საპატრულო პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა უცხო პირების დაკავების შესახებ ხალხის შეძახილებისა და პროტესტის ფონზე, მათ ნიღბიანები ადგილიდან გაიყვანეს და უცნობია, ისინი დააკავეს თუ მხოლოდ განარიდეს.

(ვიდეო) – “გაიგუდე, შენი”; “ხელი გაუშვით, ნაბი@ვრებო” – რა მოხდა მეტროში

სრულად წაკითხვა