5
პარლამენტის ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე:
,,ვაკვირდები აქაურობას და ვერ ჩამოვყალიბდი, ხორუმში ჩაბმული ექსქოცები რამ უფრო აღაგზნო – ხორუმმა თუ სააკაშვილის პოსტმა.
სამართლიანობისთვის მებრძოლ ამხელა ფილარმონია ხალხს, საერთოდ არ გეუხერხულებათ ასეთი ყიჟინა და ლანძღვა დეზინფორმირებული პატიმრის შეცდომის გამო?!
არა, არ გეუხერხულებათ, იმიტომ რომ მთელი თქვენი ზიზღი პროპაგანდის შედეგი არ არის მხოლოდ, ეს ზიზღი გაპირობებულია შიშით. ნუ რამდენი წახნაგი აქვს ამ შიშს მაგას აქ არ ჩამოგიწერთ, ფბ პოსტი არ გამოდგება ფსიქოთერაპიისთვის. მაგრამ მოკლედ გეტყვით :
დაანებეთ თავი მიშასთან ბრძოლას და საკუთარი უპირატესობის მტკიცებას საკუთარსავე ქვეცნობიერისთვის.
მორჩა ეგ ამბავი, მოიგო იმან და რამდენიც არ უნდა ილანძღოთ, ვერაფერს გახდებით.
რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხოთ და დაწეროთ, რამდენი როლიც არ უნდა ითამაშოთ, რა გრანტი და რეგალიაც არ უნდა მოიპოვოთ, ეს ვერაფრით გაუტოლდება ჭაობიდან სახელმწიფოს შექმნას. ეგ ქნა მაგან.
მან რომ დროშა ჩაიფიქრა, იმას აფრიალებთ,
მან რომ ჰიმნი გადაწყვიტა, იმას მღერით,
ევროპა და ეგეთებიც მაგან გაგიღვივათ, თორემ გადასარევად ჭუკჭუკებდით შევარდნაძის ჩაჟამებულ ჭაობში. მართალია, იქ კი იყავით ლომები და სვეტები, მაგრამ მერე განათდა და სვეტობას ცოტა წყალი შეუდგაო, გადაწყვიტეთ… აქ დაიწყო შიშები და მერე ისე ჩაკვარახჭინდა, რომ თავს და ბოლოს ვერ პოულობთ. მიშა ფობიის მორევის პროცესში ის ხალხიც ჩაითრიეთ, მიშას დროს პამპერსებში რომ იყო. მათ არ ვეხები. ეგენი თქვენი მსხვერპლია და სხვა დროს ავუხსნი “ცხოვრების საიდუმლოებას”.
დღეს თქვენი დღის წესრიგია-
ანტიმიშა თუ ხარ, უფრო “კაი” ტიპი ხარ…
მოკლედ, მოეშვით ამ შეჯიბრს. ეგ ტურნირი დამთავრებულია. რაც მალე გათავისუფლდებით შიშ/ ზიზღისგან, მით მალე გახდებით ახალი ტურნირის, ხიხოსტანის გადაშენების, პრიზიორები.
დამიჯერეთ, აღარაა სააკაშვილი საშიში. ამისთვისაც თვითონ იღვაწა და ცდა არ დააკლო. თქვენ კიდევ, ხელს გიშლით ეს ზიზღი, რით ვერ გაიგეთ?! მაგ ზიზღმა გიბიძგათ ივანიშვილით აღფრთოვანებულიყავით და კიდეც აღმოვჩნდით ხიხოსტანში. საკუთარ ცოდვებს მიხედეთ, რომ შეძლოთ
ამ უბედურების მოშორება. პუტინის პატიმართან ბრძოლით საკუთარი ეგოს დაოკება და თვითთერაპია გადადეთ ცოტა ხნით.
P.S. სანამ მის “დანაშაულებზე” დაწერთ კი არა და, გაიფიქრებთ, – კარგად გაფილტრეთ ფსბ-ს პროპაგანდისგან, მერე თითებზე დაითვალეთ ცუდი, კარგისთვის თითები არ გეყოფათ, ჩამოწერეთ. მერე მოუხმეთ თქვენ კრიტიკული აზროვნების და შედარებითი ანალიზის უნარებს. თუ ამის შემდეგაც ზიზღი ამოგებურცებათ, დაუბრუნდით ქოცხროვას. თქვენი ბრძოლა წაგებულია.
P.P.S სააკაშვილსაც დავუწერდი ერთი- ორ “ტკბილ” სიტყვას, მაგრამ გადავინახავ გარეთ რომ იქნება იმ დროისთვის.
სულ პუნქტებად და საჯაროდ.”