თეონა თავართქილაძე: „რეზიკოს დამსახურება უფროა, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ“

1 month ago 41

 „რეზიკოს დამსახურება უფროა, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ“სარკე, ირმა ჭკუასელი

დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ წლებთან ერთად ბევრი რამ გადააფასა – რაზეც წლების წინ ნერვიულობდა, ახლა ფიქრობს, რომ ის ამად არ ღირდა. ერთადერთი, რასაც ცვლილებები არ შეეხო, მისი ოჯახური ღირებულებებია, ქმართან, შვილებთან ურთიერთობაა.

– თქვენ და რეზი არველაძეს მრავალწლიანი მყარი ოჯახი გაქვთ. რა არის თქვენი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

– ურთიერთგაგება და სიყვარული. რეზიკოს დამსახურება უფრო არის, რომ ბედნიერად და კარგად ვცხოვრობთ, რადგან აბსოლიტურად უკონფლიქტო ადამიანია. სულ იმას ფიქრობს, ხელი შეგიწყოს და ყველაფერი კარგად იყოს. ადრე ძალიან ხშირად დავდიოდით სამოგზაუროდ. მაგრამ ახლა ჩემი საქმიანობის გამო, დიდ დროს ვეღარ ვუთმობთ ერთმანეთს. ჩემი შვილები აქ არ ცხოვრობენ და თვეობით ვიყავი ხან ერთთან, ხან მეორესთან, მაგრამ ახლა სამი დღით წასვლასაც ვერ ვახერხებ.

– კრიზისები თუ გქონიათ?

– საქმიანობაში ეს ჩვეულებრივი მომენტია. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით, მინდა, რომ უფრო კარგი გამოდიოდეს.

როცა ჩემს საქმეში კრიზისული პერიოდია, მშველიან მეგობრები, ოჯახის წევრები, გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. მშველის ოპტიმიზმი, რომელიც ხასიათში მაქვს.

რა თქმა უნდა, როცა ადამიანი იზრდება, ეცვლება ღირებულებები და ფასეულობები. სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. რაზეც ადრე ნერვიულობდი, მერე ფიქრობ ნეტა, ამაზე რა მანერვიულებდაო.

– ნანობთ რაიმეს განვლილი ცხოვრებიდან?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე ინტერვიუში არ ვისაუბრებ. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ცხადია, ადამიანი ფიქრობ რაღაც-რაღაცებზე, ნეტა, ისე გამეკეთებინა და არა ასეო.

სრულად წაკითხვა