აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს და განმარტავს, რომ ამის მიზეზი გახდა ენგურჰესის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, ერთადერთი ელექტროსადგურის გათიშვა გახდა.
კომპანია "ჩერნემორენერგოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების მუშაობის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი მზადდება.
მოგვიანებით "ჩერნომორენერგომ" გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე დღეში მხოლოდ ორჯერ, 1 საათისა და 24 წუთით ჩაურთავენ.
აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რასაც ადგილობრივი მიმომხილველები მოსკოვის უკმაყოფილებასა და შურისძიებას უკავშირებენ.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან, რომლის წარმოების მოცულობა ახლა უკიდურესადაა შემცირებული ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო.
ელექტროკრიზისის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ აღზრდისა და განათლების კერები. დე ფაქტო განათლების მინისტრის ინალ გაბლიას თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე არდადეგები გამოცხადდა.