თურქეთში გლოვის დღეა სამთო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო

5 hours ago 3

76-მდე გაიზარდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 21 იანვრის საღამოს მდგომარეობით დადასტურებული იყო 66-ის სიკვდილი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 76 გარდაცვლილიდან 52 უკვე იდენტიფიცირებულია.

12 სართულიანი სასტუმროს ხის შენობაში ხანძარი 21 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში 238 ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლს ათ საათზე მეტხანს აქრობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

თურქეთში პოპულარული კურორტი კარტალკაია სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.

ტარგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმის გამოძიებას ექვსი პროკურორი ხელმძღვანელობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი. ჯერჯერობით უცნობია, რაში სდებენ მათ ბრალს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა