ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარმატებით გაუშვა კოსმოსში რაკეტა.
საქმე ეხება რაკეტა-მატარებლის -“სიმორღის” სტარტს, რომელმაც თანამგზავრი უნდა გაიყვანოს დედამიწის ორბიტაზე.
სტარტი მოხდა იმამ ხომეინის კოსმოდრომიდან, რომელიც სემნანის პროვინციაში მდებარეობს. დასავლეთში ითვლება, რომ “სიმორღის” პროგრამის მიზანს წარმოადგენს, გააუმჯობესოს ისლამური რესპუბლიკამ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა. დამოუკიდებელ
წყაროებს რაკეტის წარმატებული გაშვების ფაქტი არ დაუდასტურებიათ.