ისრაელში „ჰამასის“ ტყვეობიდან სამი მძევლის გათავისუფლებას ზეიმობენ

11 hours ago 4

2

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალი გათავისუფლდა. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წითელმა ჯვარმა სამივე მძევალი გადასცა სპეციალურ სამხედროებს.

ისრაელში ხალხი მძევლების გათავისუფლებას ზეიმობს. თელ ავივში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ისინი თავდაცვის სამინისტროს შტაბბინის წინ მდებარე „მძევლების მოედანზე“ შეიკრიბნენ, სადაც ეკრანი იყო დადგმული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს სახლში დაბრუნებას ულოცავს.

„ეს მომენტი ჩვენი გმირი მებრძოლების თავგანწირვითა და ბრძოლით იქნა მიღწეული. პირობას ვდებ, რომ ყველას დავაბრუნებთ სახლში“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა