“ის ხალხი აწიოკებდა ნინის, ვინც ახლა ზეიმზე აპირებს წასვლას" - ნანკა კალატოზიშვილი ბადურაშვილზე

1 week ago 8

მსა­ხი­ო­ბი და აქ­ტი­ვის­ტი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც დღეს ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე აპი­რე­ბენ მის­ვლას.

მსახიობი წერს, რომ ესე­ნი სწო­რედ ის ხალ­ხია, ვინც 26 მა­ისს ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰიმ­ნის გამო აბუ­ლინ­გებ­დნენ.

“ 26 მა­ისს ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ჰიმ­ნი იმ­ღე­რა და გა­აძ­ვრეს სახე. აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის მერე რო­გორ იკად­რეო. ვინც ზე­იმს აწყობს, ვინც მის­ვლას აპი­რებს ბავ­შვე­ბით, თან, დარ­ბე­ვის და სის­ხლის ღვრის მერე, აი, ზუს­ტად ეგ ხალ­ხი აწი­ო­კებ­და მა­შინ ნი­ნის. პრე­ზი­დენ­ტა­დაც მი­შას ირ­ჩე­ვენ და რა ვიცი. ხა­რე­ბაც იქ­ვეა. გი­ლო­ცავთ ნაძ­ვის ხის ან­თე­ბას.”- წერს ნანკა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2011 წლის 26 მა­ისს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 26 მა­ი­სის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მყო­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წყლის ჭავ­ლით, მხუ­თა­ვი აი­რი­თა და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით და­შა­ლეს.

სრულად წაკითხვა