“იღვიძებს ნამდვილი ქართული პატრიოტიზმი, რწმენა და ტრადიცია, რომელიც ულამაზეს, თვითმყოფად, კაშკაშა ვარსკვლავად ჩაექსოვება ევროპულ ოჯახში”, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოში იწურება ხატებს და ნიღბებს ამოფარებული ურა-პატრიოტული, ფსევდო-რელიგიური, ტრადიციების ყალბი დაცვის რუსეთიდან თავსმოხვეული პროპაგანდის რესურსი.
იღვიძებს ნამდვილი ქართული პატრიოტიზმი, რწმენა და ტრადიცია, რომელიც ულამაზეს, თვითმყოფად, კაშკაშა ვარსკვლავად ჩაექსოვება ევროპულ ოჯახში.
“აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა”და სწორედ ახლა, ამ “უდიდებულეს” დღეებში, საათებში, წუთებში, ხორუმის წყობით იბადება ეს მომავალი”, – წერს გია ხუხაშვილი.