კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ აუცილებელია, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი.
„დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ, მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ. ჩვენ პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ და საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსება შევაჩერეთ. დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შევთანხმდით, ევროკომისია ამ შეთავაზებას ამავე წელს წარადგენს. გარდა ამისა, განვიხილეთ სანქციების დაწესება იმ ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვინც დგას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის უკან“, — თქვა კალასმა პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ იყო მეტის გაკეთების სურვილიც და დაამატა, რომ ბრიუსელი სხვა ზომებსაც განიხილავს.