კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს საქართველოში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - საგარეო მინისტრი

2 weeks ago 7

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.

2 დეკემბერს რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა:

„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთების ის, რის გაკეთებას რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით [ამ სამი ქვეყნის] მაგალითს და, ჩვენი სანქციების რეჟიმზე დაყრდნობით, სანქციებს დავუწესებთ საკვანძო ფიგურებსა და ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევაში, ასევე კორუფციაში“.

მელანი ჯოლის თქმით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში მეტს ისაუბრებს.

რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს.

სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:

სრულად წაკითხვა