კახა კალაძე: მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

1 week ago 5

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება. ეს ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დგას - ამ ადგილზე ბოლო 15 დღეა ათასობით ადამიანი იკრიბება „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და ახალი არჩევნების მოთხოვნით.

„დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება, უშუალოდ რუსთაველის გამზირს, ილუმინაციების მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება...

თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან. ყველა პირობა იქნება შექმნილი“, - თქვა კახა კალაძემ.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა