ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ გამოცემა "Il Mattino"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან "ნაპოლი" მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება:
"როდესაც კვარაცხელიამ იუვენტუსს გაუტანა ვიყვირე. ჩემი ცოლი გაკვირვებული და შეშინებული მეძახდა: "არიგო, რა ხდება?“
მე სიტყვა იღბალი უბრალოდ წავშალე, მას არ ვიყენებ. იცით რა თქვა სენეკამ? (რომაელი ფილოსოფოსი) არ არსებობს იღბალი, არსებობს მხოლოდ ნიჭი, რომელიც ხვდება შესაძლებლობას. იტალიაში მე გაოცებული ვარ ორი ფეხბურთელის სიძლიერით - კვარაცხელია და ლობოტკა“