კვირიკაძე აქციიდან: ახალ წელს აქ შევხვდები

2 days ago 4

საქართველოში პროტესტის 22-ე დღეა – დედაქალაქის მთავარ გამზირზე რიგითი მოქალაქეები კვლავ გამოსულები არიან, რომელთაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც უერთდებიან.

ამ წუთებში პარლამენტთან მსახიობი ირაკლი კვირიკაძე იმყოფება, რომელიც “პირველებთან” აცხადებს, რომ ახალი წლის შეხვედრას სწორედ რუსთაველის გამზირზე აპირებს -“მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო, მინდა, აქ ვიყო”.

რა თქმა უნდა, რომ აქ შევხვდები ახალ წელსაც, იმედია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. ჩემი მეგობრები აქ აპირებენ შეხვედრას, რადგან ვართ თანამებრძოლები და მგონია, რომ მართლა განსაკუთრებული ახალი წელი იქნება ეს. მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო. მინდა, რომ ვიყო აქ”, – ამბობს ირაკლი კვირიკაძე.

სრულად წაკითხვა