ლეგენდის მიხედვით, ,,კიევური ტორტი” სპონტანურად შეიქმნა. თურმე ერთ ცვლაში ბისკვიტისთვის კვერცხის ცილა გააფუჭეს, მაცივარში შედგმა დაავიწყდათ. მომდევნო ცვლაში გადაწყვიტეს, შეცდომა დაეფარათ და ტორტი იმისგან მოამზადეს, რაც დარჩა.
ინგრედიენტები
თხილი 150 გრ
ფქვილი 40 გრ
ვანილი 40 გრ
კვერცხის ცილა 200 მლ
შაქარი 200 გრ
კარაქი 250 გრ
კვერცხის გული 4 ცალი
შაქრის პუდრა 200 გრ
რძე 150 მლ
კაკაო 150 გრ
კონიაკი 2 ს.კ.
საკვები საღებავი 1 გ
მომზადება
მოხალეთ თხილი. ჩაყარეთ ნაჭრის ტომარაში და ანჯღრიეთ, რათა მოშორდეს კანი.ათქვიფეთ ცილა შაქართან ერთად. დააქუცმაცეთ ნიგოზი და ცოტა ტორტის დეკორისთვის გადაინახეთ. დარჩენილ ნიგოზს დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. და ცილის მასას დაუმატეთ.
გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. ცილის მასა მასში თანაბრად გადაანაწილეთ, გამოაცხვეთ ფირფიტები 2 საათი 140 გრადუსზე. უნდა იყოს კრემისფერი.
კრემისთვის ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან და ცხელ რძესთან ერთად. მოათავსეთ კრემი წყლის აბაზანაზე. ათქვიფეთ კარაქი. დაუმატეთ გაგრილებული კრემი, კონიაკი. მასა გაყავით 2 ნაწილად, მეორე ნაწილს დაუმატეთ კაკაო და რძე.
2 სუფრის კოვზი თეთრი კრემი შეინახეთ დეკორისთვის. 2 სუფრის კოვზი კრემი დაუმატეთ ნახევარ შოკოლადის კრემს. ეს ყველაფერი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.
ფირფიტას წაუსვით თეთრი კრემის 2/3. მოათავსეთ ზემოდან მეორე და წაუსვით თეთრის და შოკოლადის ნარევი კრემი.დარჩენილი თეთრი კრემი წაუსვით ტორტს მთლიანად.
გადადებული ნიგოზი მოაყარეთ გვერდებზე. თეთრი კრემის ნახევარი შეურიეთ ვარდისფერ საღებავს,მეორე ნახევარი მწვანეს. წაუსვით ზემოდან ეს ორი მიქსი და დარჩენილი შოკოლადის კრემი.
პოპსუგარ.ჯი