"იმედის კვირასთან" მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა:
"რაც შეეხება შემოთავაზებას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე დამიძახეს. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო შემოთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლებოდა განხილულიყო. ეს პროცესი ღიად წარიმართა. ბრიფინგზეც იყო გაცხადებული, რატომ მე და რატომ შეიძლებოდა პრეზიდენტი გავმხდარიყავი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის და მომეცა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრებთან მოხდა კონსულტაციები და შემდეგ მათმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა.
თავისთავად, ცხოვრებაში გამოწვევები ბევრი მქონია, თუმცა იმ ჭრილში, რაზეც გვქონდა საუბარი, რომ არსებულ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი, მკაფიოდ გამოკვეთილი, აუცილებელია საზოგადოებას სწორედ ისე მიეწოდოს, როგორც კონსტიტუციაშია მოცემული. ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს, რომ ჩემ მიმართ ასეთი მხარდაჭერა გამოხატეს" - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.