კობახიძე ადასტურებს, რომ დასავლეთში არჩევნების ლეგიტიმურობა არ უღიარებიათ

2 weeks ago 6

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ჯერ არ უღიარებიათ.

კობახიძის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ქვეყანამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა აღიაროს.

ასე უპასუხა კობახიძემ კითხვას, ჰქონდა თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს რაიმე ტიპის კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან არჩევნების შემდეგ.

„ჩვენ დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – ყველამ  უნდა აღიაროს ეუთო/ოდირის დასკვნა. დაველოდებით ასეთ აღიარებას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიაქტიურებთ ნებისმიერ ქვეყანასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, უნგრეთია.

სრულად წაკითხვა