კომპლიმენტი რუნისგან! - რა უთხრა უეინმა გიორგი ჩაკვეტაძეს

2 weeks ago 10

როგორც მოგეხსენებათ. რამდენინმე კვირის წინ ჩემპიონშიფის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “უოტფორდი” “პლიმუთს” ესტუმრა. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ “უოტფორდის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც “პლიმუთის” თავკაცზე უეინ რუნიზე ისაუბრა:

“მატჩის შემდეგ დამელაპარაკა და მითხრა, რომ ჩემი სათამაშო სტილი ძალიან მოსწონს და წარმატება მისურვა. მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მოედნის მიღმაც ბრწყინვალე ადამიანია”. - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, ჩაკვემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა