“კრემლის პროპაგანდისტი დაძრწის აქციებზე და წერს, რომ “ქართველების უმეტესობა მხარს არ უჭერს პროტესტს” – ნიკა ფარულავა

2 days ago 4

3

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი  პროპაგანდისტი პატრიკ ლანკასტერი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიაში მუშაობდა, საქართველოშია და საპროტესტო აქციებზე დადის.

კრემლის პროპაგანდისტი პატრიკ ლანკასტერი დაძრწის აქციებზე, დემონსტრანტებს ინგლისურად ესაუბრება და ეცნობა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი. 

რამდენიმე ვლოგი გადაიღო ბოლო დემონსტრაციების შესახებ და ასე გააშუქა:
“დემონსტრანტები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს”, “ქართველების უმეტესობა მხარს არ უჭერს პროტეტს”. ჰედლაინად გამოიტანა -“ნატო და ევროკავშირი აფინანსებენ აქციებს” 

მისი საჯარო აქტივობა 2014 წლიდან, მაიდნის მოვლენების დასრულების შემდეგ იწყება. აშუქებდა ომს დონბასში. ანუ, “ჟურნალისტობას” იწყებს მაშინ, როდესაც რუსეთს ყველაზე მეტად დასჭირდა საკუთარი პროპაგანდის გავრცელება-მაიდანისა და უკრაინაში შეჭრის მიმართულებით. მუშაობდა Russia Today-ში და Звезда-ში (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია).

სხვადასხვა საგამოძიებო წყაროების თანახმად აქტიური კონტაქტი აქვს პროპუტინისტ ბიზნესმენ ერიკ კრაუსთან, რომელსაც ახლო კავშირები აქვს ნიკოლაი პატრუშევთან.

მოკლედ, იცნობდეთ და იცოდეთ-ასე ერევა კრემლი ქართველების მომავლის განსაზღვრის პროცესში და ქმნის ალტერნატიულ რეალობას.

პ.ს. პირველი შემთხვევა არაა. შემდეგ გამოვლენ და იტყვიან-არანაირი ჩარევა არ მომხდარა, არც არჩევნებშიო.” – წერს ნიკა ფარულავა. 

სრულად წაკითხვა