კრიშტიანუ რონალდუს ფიზიკური ფორმა ყველას აოცებს. ვეტერანი პორტუგალიელი შემტევი ლუიშ ნანი კი კიდევ უფრო გასაოცარ ინფორმაციაზე ყვება.
ნანი ამბობს, რომ კრიშტიანუ იმისთვის, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლამდეც ჯერ კიდევ 6 წელიწადია, იასპარეზოს, სპეციალურ დიეტას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ დადასტურდა ინფორმაცია რის მიხედვითაც, აღნიშნული ტურნირი პორტუგალიაში, ესპანეთსა და მაროკოში ჩატარდება.