"კუპატაძემ ჩვენდა დაუკითხავად მიაშურა ბათუმის "დინამოს" - "გონიოს" პრეზიდენტის კომენტარი

11 hours ago 3

"გონიოს" პრეზიდენტის, დავით დოლიძის კომენტარი ლაზარე კუპატაძეზე, კლუბის სოციალურ მედიაში ვრცელდება.

"საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია ს/კ ,,გონიო”-სა და ლაზარე კუპატაძის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენამ, ამიტო შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ რეალური ინფორმაცია განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიურად, რასაც დარწმუნებული ვარ ლაზარეც დაადასტურებს , რადგანაც გახლავთ სრული სიმართლე რასაც ქვემოთ ავღნიშნავ.

პროცესები დაიწყო 2024 წლის სექტემბრიდან, ერთ-ერთი ფეხბურთელის მეშვეობით (რა თქმა უნდა არ ვასახელებ ფეხბურთელის სახელ გვარს) დამიკავშირდა ლაზარე კუპატაძე და შემოგვთავაზეს მისი ტრანსფერი ,,გონიო”-ში, როცა დავიწყეთ სატრანსფერო მუშაობა, საქმის პროცესში გამოჩნდა რომ ლაზარე არ იყო თავისუფალი აგენტი და რადგანაც სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო ფიზიკურად 2024 წელს მისი ,,გონიო”-ში ჩარიცხვა გამოირიცხა.

იმ დროს ჩვენ გავითვსლისწინეთ მისი მდგომარეობა, გვინდოდა მაქსიმალურად ფეხბურთელს გვერდში დავდგომოდით და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება 2025 წლის იანვარში გაგვეხორციელებინა საერთაშორისო ტრანსფერი.

ხოლო 2024 წელს მას კლუბიდან დაენიშნა კონკრეტული სახელფასო თანხა (ხელფასის ოდენობას ბუნებრივია ვერ ვასაჯაროვებთ), რომელსაც წლის ბოლომდე შეუფერხებლად იღებდა, ასევე მაქსიმალურად შევეცადედ მის წინაშე არსებული ყველა სხვს პრობლემური საკითხი მოგვეგვარებინა.

მაგრამ სამწუხარო რეალობა დაგვიდგა 2025 წლის იანვარში, როცა ოფიციალურად დავიწყეთ ტრანსფერის განხორციელება, ლაზარე კუპატაძემ ჩვენდა დაუკითხავად მიაშურა ბათუმის ,,დინამო”-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბზე დიდი დარტყმა იყო, ჩვენ მას აქაც გაუგეთ და საბოლოოდ კიდევაც დავთანხმდით გადასულიყო ბათუმის ,,დინამოში”
მაგრამ მას შემდეგ რაც ის სრულად გადაიხდიდა მასზე გაცემულ თანხებს…

ჩვენ რა თქმა უნდა ნებისმიერ კლუბში მის გადასვლას შევეწინააღმდეგებოდით მაგრამ ის რომ ჩვენი პოზიციები დავთმეთ მის წასვლაზე ეს მხოლოდ და მხოლოდ ბათუმის ,,დინამო”-ს ფაქტორმა განაპირობა, ორივე კლუბი ბათუმის გახლავართ და ბუნებრივიცაა ჩვენი ეს მიდგომით ძლიერდებოდა ბათუმის ,,დინამო”
მაგრამ სამწუხაროდ ლაზარესაგან რეალური ნაბიჯი ვერ დავინახეთ ჩვენი კლუბის მიმართ შელახული რეპუტაციის აღდგენისა (მას ოფიციალური წარდგინებაც კი გაუკეთედ) და ვერც ფინანსური ზიანის ანაზღაურებისა

ეს არის მოკლედ აღწერილი ის რეალობა რაც განვითარდა ,,გონიო”-სა და ლაზარეს შორის
მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებული მხარის შეკითხვებს გავცეთ ამომწურავი პასუხი."

სრულად წაკითხვა