“ლაპის ლაზული” – აბსურდისა და რეალობის თეატრალური დუეტი

1 month ago 12

უცნაური პერსონაჟები, მომაჯადოებელი სცენა და დარბაზში შემოჭრილი მაგიური ტალღა სცენიდან. ევრიპიდის ლასკარიდისის უნიკალურ ხელწერას საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“  დამსახურებით ქართველი მაყურებელიც ეზიარა. მარჯანიშვილის სცენაზე ლასკარიდისის ახალი სპექტაკლი „ლაპის ლაზული“ გათამაშდა.

ლაპის ლაზული

რეჟისორის დიდი შრომითა და მსახიობების უმაღლესი ოსტატობით შესრულებული წარმოდგენა… სპექტაკლი, რომელიც დასრულების შემდეგ შინაარსზე უფრო მეტად გაფიქრებს და აჩრდილივით  დაგყვება – მისი შთამბეჭდავი ვიზუალით, ქაოსური სიუჟეტით, უცნაური გმირებით, ცეკვით, ფოტოგრაფიული კადრებით, ელექტრონული ხმის ეფექტებით…

ევრიპიდეს ლასკარიდისის ეს ნამუშევარი მოიცავს ემოციურად ძლიერ ელემენტებს, რომელთა საშუალებითაც მაყურებელი მოგზაურობს ბავშვური თვალით დანახულ სამყაროში. ბავშვობის სასაცილო თამაშებიდან საშიშ ისტორიებში რომ გხლართავს და ამასთანავე საოცარი ვიზუალითაც უდიდეს სიამოვნებას განიჭებს.

სპექტაკლადქცეული ადამიანის ყოფის ტრაგიკომედია – ადამიანური ფანტაზიებით, ბავშვური ილუზიებით, შინაგანი შიშებით, რომლებიც გმირობისა და სიძლიერის ნიღბის ქვეშ იმალება. ერთდროულად კომიკურად და ტრაგიკულად გადმოცემულ ფანტასტიკურ სცენებსა და სიღრმისეულ მეტაფორებს რომ აერთიანებს და ადამიანის ბუნებაზე კიდევ ერთხელ გაფიქრებს.

ლაპის ლაზული
იდეის და დადგმის ავტორი – ევრიპიდის ლასკარადისი
კომპოზიტორი და ხმის დიზაინი – გიორგოს პულიოს
სცენის მხატვრობა – სოტირის მელანოს
კოსტიუმის მხატვრობა – ქრისტოს დელიდიმოს და ელეგია პაპაგეორგუ
იდეა განხორციელდა – ანგელოს ალაფოგიანის, მარია ბრეგიანის, ეფტიცია სტეფანუს, დიმიტრის მაცუკას და სპიროს ნტოგასთან ერთად
OSMOSIS/ EURIPIDES LASKARIDIS (საბერძნეთი)
LAPIS LAZULI

a mid-scale piece for five performers and a dazzling seahorse
Conceived & directed by – Euripides Laskaridis
with – Angelos Alafogiannis, Maria Bregianni, Eftychia Stefanou, Euripides Laskaridis, Dimitris Matsoukas & Spyros Ntogas
Original music & sound design – Giorgos Poulios
Set design – Sotiris Melanos
Artistic Collaborators, Costumes – Christos Delidimos & Alegia Papageorgiou

ფოტოების ავტორი: გია გოგატიშვილ

სრულად წაკითხვა