ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 11-13 იანვრის პერიოდისთვის

14 hours ago 3

10 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 11 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.

დეკემბრის ბოლოს გამოიკვეთა ლარის არასტაბილურობა და გაუფასურების ტენდენციები, რაც იანვრშიც გაგრძელდა ცალკეულ ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

7-8 იანვარი – 2.8185;
9 იანვარი – 2.8395;
10 იანვარი – 2.8367
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0057 ლარით და 1 აშშ დოლარი 11 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 2.8310 ლარი ეღირება.

იგივე პერიოდში, ევროსთან მიმართებაში, სახეზე იყო განსაკუთრებით არასტაბილური დინამიკა. კერძოდ ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

7-8 იანვარი – 2.9152;
9 იანვარი – 2.9287;
10 იანვარი – 2.9232
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გამყარდა, 0.0061 ლარით და 11 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9171 ლარი.

ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, ბოლო ვაჭრობაზე, ლარი გამყარდა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 11 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4821 ლარი (გაუფასურდა 0.0020 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0799 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6694 (გამყარდა 0.0006 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6649 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1466 ლარი (გამყარდა 0.0078 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0984 ლარი (გამყარდა 0.0117 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8611 ლარი (გამყარდა 0.0078 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2930 ლარი (გამყარდა 0.0107 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.7198 ლარი (გამყარდა 0.0119 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7915 ლარი (გამყარდა 0.0030 ლარით).

დეკემბრის ბოლოს ლარის დასტაბილურაბას და გამყარებას, იანვარში, კერძოდ ბოლო კვირაში დინამიური გაუფასურება მოჰყვა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

7-8 იანვარი – 2.6105;
9 იანვარი – 2.7146;
10 იანვარი – 2.7527
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0306 ლარით და შესაბამისად, 11 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7833 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრულად წაკითხვა