“ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – როთი

1 week ago 4

75

“საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი წერს

შეგახსენებთ, “ოცნებამ” პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა –  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

“ქართულმა ოცნებამ” ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს – ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად “ქართული ოცნებისგან” იყო დაკომპლექტებული. 

სრულად წაკითხვა