24 წლის მცველი ლევან ხარაბაძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია - ინფორმაციას ამის თაობაზე იმერული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
"ხარაბაძე წლების განმავლობაში "დინამო თბილისისა" და "დინამო ბათუმის" ღირსებას იცავდა. იყო კვიპროსულ "პაფოსსა" და შვეიცარიულ "ციურიხში".
ტორპედოს ახალწვეულს როგორც ყველა ასაკობრივ, ისე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში (3 მატჩი) აქვს ნათამაშები. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა
", - წერია განცხადებაში.ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.