როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროის განმავლობაში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “გალათასარაი” მზად არის, რომ ქართველ ფეხბურთელში “ლიონს” 20 მილიონი + ბონუსები შესთავაზოს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავად მიქაუტაძე “ლიონში” თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდიდან წასვლა არ უნდა.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.