მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალს ტრავმიანობა შესამჩნევად აწუხებს, კლუბის პრეზიდენტმა კი დაგეგმა, რომ დანაკლისი ტრანსფერების გაკეთებით აანაზღაუროს.
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბს ლონდონის არსენალის ფრანგი მცველისთვის, უილიამ სალიბასთვის აქვს თვალი დადგმული.
Le10Sport-ის ინფორმაციით, ზამთარში აღნიშნული ტრანსფერი ვერაფრით შედგება, თუმცა ზაფხულში რეალი სალიბას გადასაყვანად მოლაპარაკებებს გახსნის.
წყაროს ცნობით, თავად ფრანგი ფეხბურთელი მზადაა მადრიდულ გრანდში გადასასვლელად, რადგან ტიტულების მოგება სურს.