ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთის ტურნეს განაგრძობს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“. ჩიკაგოს შემდეგ ტეხასელები მილუოკის ესტუმრნენ და „ბაქსთან“ 105:121 დამარცხდნენ. ქართველმა ფორვარდმა წინა რამდენიმე მატჩი გამოდოვა, ახლა კი მოედანზე გამოჩნდა და იმაზე მეტი ქულა ჩააგდო, რამდენი წუთიც მოედანზე გაატარა.
„სპურსის“ ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ მოკრძალებული ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 10 მოხსნა. კელდონ ჯონსონმა 24 ქულას მოუყარა თავი, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთში 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„მილუოკის“ ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ 24 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა.
„სან ანტონიოს“ 18 მოგება, 19 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 12 იანვარს „ლეიკერსთან“ ჩაატარებს.