WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ძაღლების სამარხების აღმოჩენა სერიოზული განსჯის საგანი გახდა საზოგადოებაში. მწვავე იყო ცხოველთა უფლებადამცველების რეაქციები. მძიმე შეფასებები მოჰყვა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ განცხადებასაც. თავისი პოზიცია დააფიქსირა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმაც:

“ქალაქში მასიური მკვლელობებია. იმის მაგივრად დამნაშავეს პასუხი აგებინონ, ჩაატარონ ექსპერტიზა, გვეუბნებიან რომ დასაძინებლები ვართ, როგორ შეიძლება ძაღლზე ასე დარდი და საერთოდ ადამიანებად ვაპირებთ კიდე დარჩენას, ადამიანური თვისებებით?

მართლა ვერ ვხდები, როგორ შეიძლება ამდენი მოკლული, ნაწამები ძაღლი ნახო და დარჩე გულგრილი.

არაჯანსაღია ეს ყველაფერი, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული ბოროტება განკურნებადი იყოს“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.