სააგენტო "პარალელი"
“მართლა ცირკია მთელი საქოცეთი. ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” მდინარაძის წერილის გამოგზავნით” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება:
“მართლა ცირკია მთელი საქოცეთი.
ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” (გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო”
) მდინარაძის წერილის გამოგზავნით.
ამ “წერილით ნაწამებს და მის ფანკლუბს” მინდა შევახსენო რომ მისი უშუალო მონაწილეობით მიწაზე მათრიეს, მირტყეს, კრიმინალები მომისიეს, მომწამლეს, მუდმივ ტერორს ახორციელებდნენ ციხეში და სიკვდილს ძლივს გადავურჩი.
ყველაზე ცინიკურია, რომ “წამებულის” მხარდასაჭერად “სასამართლოზე” მივიდა მისი ყოფილი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე, რომელიც იყო ღარიბაშვილის ყველაზე სადისტური სურვილების ზედმიწევნით აღმსრულებელი და ნორმალურ ქვეყანაში ეს ბრეგვაძე თავისუფალი ნამდვილად არ უნდა დადიოდეს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“მართლა ცირკია მთელი საქოცეთი. ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” მდინარაძის წერილის გამოგზავნით” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები