“მგონი, მდინარაძეს თავი მსახიობი ან ენჯეოს წარმომადგენელი ჰგონია”– მეტრეველი

2 weeks ago 6

8

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ეს უტიფარი მდიანრაძე გამოდის და არც მე მომწონა სპეცრაზმელებმა ჟურნალისტი რომ ცემეს, ან წაქცეულ ახალგაზრდას რომ სახეში წიხლები ურტყეს და თქვენთან ერთად პირველივე დღეს დავგმეო.

მგონი, ამასაც თავი მსახიობი ან ენჯეოს წარმომადგენელი გონია.

ხელისუფლება იმისთვის კი არ არსებობს, რომ დანაშული დაგმოს, დამნაშავე უნდა დაიჭიროს. 400-ამდე ახალგაზრდა რომ დაიჭირეთ ორ დღეში, ერთი პოლიციელის დანაშაული როგორ ვერ გამოიძიეთ ამდენ ხანში? აქეთ 400 კაცის თუ გამოიძიეთ, იქეთ ერთიც ვერ გამოიძიეთ ჯერ? საჩვენებლად ერთი მოძალადე პოლიციელი მაინც დაგესაჯათ!

მაგრამ ამას ვერ აკეთებთ, რადგან თქვენი ხელისუფლება და სისტემა უკვე ძალადობაზე დგას და როგორც კი ერთ პოლიციელს დაიჭერთ, თავზე დაგემხობათ ყველაფერი.

ეგაა სიმართლე და კიდევ ის, რომ ასეთ დროს შენც მოძალადე გამოდიხარ, რაც უნდა დაგმო, რადგან ხელისულფლება ხარ და დანაშაულს ახალისებ უმოქმოდობით.

სრულად წაკითხვა