ფოტოები – ტვ პირველი
მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები, საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
მედიის წარმომადგენლები ნაცემ ჟურნალისტებს და ოპერატორებს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ახლადდამონტაჟებულ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე იმ ჟურნალისტების ფოტოები გამოფინეს, რომელზეც სისტემამ იძალადა. ჩამოკიდეს საპროტესტო ბანერებიც.