მეისონ მაუნტი მარტამდე იუქმებს

1 day ago 3

ბრიტანული TalkSport ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის ნახევარმცველი, მეისონ მაუნტი მარტამდე იუქმებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა "წითელ ეშმაკებსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის თვის დასაწყისში ჩატარებულ მატჩში მიიღო. მოედანი მან სასტარტო სასტვენიდან 14 წუთში დატოვა.

მეისონისთვის ტრავმიანობა მოუშორებელ ჭირად იქცა. სეზონის სტარტზე მან ორი განსხვავებული ტრავმა გადაიტანა, გასულ სეზონში კი 3 თვე წვივზე დაზიანების გამო გამოტოვა. 

არსებობდა მოლოდინი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" პორტუგალიელი სპეციალისტის, რუბენ ამორიმის მოსვლა მეისონს ახალ სუნთქვას გაუხსნიდა, თუმცა კიდევ ერთმა ტრავმამ მისი სამომავლო პერსპექტივები საგრძნობლად გააბუნდოვანა.

"სიტყვები ვერ გამოვხატავ, რამდენად განადგურებულად ვგრძნობ ახლა თავს. შეამჩნევდით ჩემს გამომეტყველებას, როდესაც ეს მოხდა. ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს," - დაწერა მეისონმა სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ინგლისელს საგოლე მოქმედება არ მიუწერია. რაც შეეხებათ მანჩესტერელებს, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ისინი მე-13 პოზიციას იკავებენ. 

სრულად წაკითხვა