UFC-ის მებრძოლი, ჰენრი სეხუდო, რომელიც მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო გზაზე დაამარცხა, ქართველ ჩემპიონს საქებარ სიტყვებს უძღვნის.
უმარ ნურმაგომედოვი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი, ჟოზე ალდო და მორაესი. მერაბი ყველას შეხვდა და ყველას მოუგო!
მერაბ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანია!
- ამბობს სეხუდო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გუშინ, 19 იანვარს გამთენიისას უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა.