WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აბუ-დაბიში მომხდარი სკანდალური ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, საბა ლაზიშვილი, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილს მხარში დაუდგა და ტოლი არ დაუდო მეტოქეებს, სადებიუტო ბრძოლა გამართა Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე და იურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა.

ემოციური იყო გამარჯვებულის პირველი კომენტარი:

“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემ საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.

მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები.

როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება?

არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე.

მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა საბა ლაზიშვილმა.

ინფორმაციისთვის: აღსანიშნავია, რომ საბა თავიდან ქულებით მარცხდებოდა (0:5), თუმცა გდებებითა და ეფექტური ტრიალებით მოახერხა ორთაბრძოლის შემოტრიალება და საბოლოოდ 12:7 გაიმარჯვა.