მერაბ დვალიშვილი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრა – „ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა“

2 weeks ago 17

მერაბ დვალიშვილი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრა - „ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა“UFC- ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა, რომლის ბენეფიციარებიც სიმსივნით დაავადებული ბავშვები არიან. მისი სტუმრობის ამსახველ ფოტოებს ფონდი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„ფონდის დახმარების ცენტრში მერაბ დვალიშვილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა! UFC- ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი სუპერ მსუბუქ წონაში, ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა – დრო უშურველად დაგვითმო – შეგვაქო, მოგვესიყვარულა, დაგვასაჩუქრა, ჩვენი ფონდის შვილობილების კეთილი ნების ელჩის მოვალეობა სიხარულით და სიამაყით იტვირთა და ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება აღგვითქვა! უფლის წყალობით, ულევი გამარჯვება შენ, ჩვენო ჩემპიონო მერაბ!“, – წერს ბერი ანდრიას ფონდი.

სრულად წაკითხვა