"მეტი შემიძლია და ეს უნდა დავამტკიცო" - დავითაშვილი ლილთან გამარჯვების შემდეგ

1 month ago 55

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენმა ლილს უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ერთადერთ გოლში მონაწილეობა ზურიკო დავითაშვილმაც მიიღო, რომელმაც თანაგუნდელ მეტიუ კაფაროს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

"კარგი თამაში ჩავატარეთ, ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტი შემიძლია და ეს უნდა დავამტკიცო. იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში თავს უკეთ წარმოვაჩენ", - განაცხადა ზურიკომ.

სრულად წაკითხვა