“მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს უცხოპლანეტელები არიან, ან უცხოელები” – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინასთან ომზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები “კოლოსალურია”.

ამასთან, ომის დანაშაუელბში მხილებულმა პრეზიდენტმა უკრაინის მმართველი ძალა საკუთარი ხალხისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა – “ხალხზე არ ფიქრობენ უბრალოდ”.

ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს უცხოპლანეტელები არიან ან უცხოელები… არ ფიქრობენ უბრალოდ [ხალხზე]”, – თქვა პუტინმა.