მეცნიერებმა 1000-წლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს

2 weeks ago 19

ბოტანიკოსებმა ათასწლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს.

CNN-ის ინფორმაციით, თესლი 1980-იან წლებში, იუდეის უდაბნოში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის 993-1202 წლებში გაჩნდა. მის გახარებაზე კი მუშაობდნენ მეცნიერები ისრაელიდან, აშშ-იდან, ავსტრალიიდან და შვედეთიდან.

ახლა ხის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მის გაზრდაზე მეცნიერებმა 14 წელი დახარჯეს, თუმცა ხეს ნაყოფი ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რა სახეობას მიეკუთვნება მცენარე.

თუმცა, მათი ვარაუდით, ის შეიძლება „იუდეის ბალზამთან“ იყოს დაკავშირებული, რომელიც არაერთხელაა ნახსენები ბიბლიაში. ბიბლიურ ტექსტებში ამ ბალზამს „ცორის“ უწოდებენ და იმ ხის ფისისგან აწარმოებდნენ, რომელიც იმ დროს საკმაოდ ძვირად ღირებული იყო, მისი ექსპორტი კი რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.

imedinews.ge

სრულად წაკითხვა