"მეც მინდა რომ მყავდეს, რა არის დანაშაული?" - ლაშა გუჯეჯიანი ბექაურის ვიდეოს ეხმაურება

1 day ago 3

ლაშა ბექაურის ვიდეოს, სადაც ის ავტომობილით ლომის ბოკვერთან ერთად გადაადგილდება, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამის შესახებ კომენტარს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი აკეთებს.

ადამიანს, რომელსაც ამხელა დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე, ლომის ბოკვერი რომ ჰყავდეს, დიდი ამბავი არ არის. ლოგიკურია, რომ შეიძლება მისცეს, არ ვიცი. საიდან მოიყვანა მე არ ვიცი. ჩემთვის ლაშა ლომკაცია და მაქედან გამომდინარე, მგონია, არ მიკვირს, რომ შეიძლება ლომი ჰყოლოდა.


რა უნდა დავმალო? რა ლომის ბოკვერი? მეც მინდა რომ მყავდეს. არ მყავს, მაგრამ მინდა რომ მყავდეს, დანაშაულია? რატომ გიკვირთ რომ ლომი ბოლოს თავის ადგილას მივა, რა? შეჭამოს ლაშა ეგ გინდათ თუ რა არის ამაში დანაშაული?

- ამბობს გუჯეჯიანი.

სრულად წაკითხვა