მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი – ზურაბიშვილი

15 hours ago 4

2

მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა  პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში  “არაღიარების აქტის” ავტორთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონთან ერთად გამოდის.

მე უკეთესად ვერ აღვწერდი იმ სურათს, თუ საიდან მოდის საქართველო და სად არის საქართველო დღეს. მხოლოდ ერთი პატარა, თუმცა დიდი შესწორება, რომ მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი. მმართველი პარტიის პრეტენზიები არის, რომ ჰყავდეთ ახალი პრეზიდენტი, მაგრამ ეს ასე არ არის.

საქართველო არის ერთ-ერთი მტკიცე მეგობარი შეერთებული შტატების ამ რეგიონში და რეგიონს მიღმა. ჩვენ ვიბრძოდით ავღანეთში, ერაყში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მოდის პოსტსაბჭოთა სამყაროდან. ჩვენ გვქონდა აღზევებები და დაცემები და საქართველოს მოსახლეობა იზიარებდა თავის ლიდერებთან დღემდე იმ ამბიციას, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების წევრი უნდა გავხდეთ. ამის დამადასტურებელი საბუთი არის, რომ 80%-ზე მეტი საქართველოში მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ეს არის ქართველი ხალხის ამბიცია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სრულად წაკითხვა