ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბიზნესის ერთიანობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ბიზნესს სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, დღეს კი არის ვითარება, როდესაც მთავრობა კონსტიტუციიდან არის გასული:
“აქამდე მოვედით ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არის ბიზნესის და სახელმწიფოს კოჰაბიტაცია, ვთვლი, რომ ბიზნესი უნდა იყოს პირველი ვინც მთავრობა უნდა აკონტროლოს. მე განვიცდი, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან უხდიან პრემიებს იმ პირებს, ვინც შვილებს იჭერენ, მედიის წარმომადგენლებს სცემენ და მე მაქვს ძალიან დიდი ბრაზი. მე არ ვიცი სად გავა ის ზღვარი სადაც მე ჩემი ემოციების კონტროლს ვეღარ შევძლებ.
რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, უნდა გავერთიანდეთ რა თქმა უნდა. ბიზნესს ძალიან დიდი ძალა გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა გავაჩეროთ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენივე გადახდილი ფულებით ჩვენივე შვილებს სცემენ. ის ვინც ჩუმად არის, ამაში უნდა დაგვეხმაროს მედია, გვითხრან თავის პოზიცია. სიჩუმე არის კატასტროფა. მე მაინც მეცოდინება ის სიჩუმე სად ითარგმნება. დღეს არის ეგ პრობლემა. ითქვა რომ ზოგიერთი ასოციაცია ჩუმად არის, დღეს გაუგებარია რა ბიზნესზე არის საუბარი. ბიზნესი არის ღირებულებათა ერთობა დღეს ჩვენი ღირებულებათა ერთობა ფულთან კავშირში საერთოდ არ არის.
ჩვენი მთავრობა კონსტიტუციიდან გავიდა, სასამართლო ნოტარიუსად იქცა, მე სამართალს ვერსად ვერ ვპოულობ. როგორ უნდა მოვიქცე? – როგორ და უნდა გავერთიანდეთ, სამართალი დავამყარო, რომელიც ჩვენი შვილების მომავალზე იქნება ორიენტირებული.
გამოსავალი რა არის? უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, როგორი გზით? როგორ საშუალებასაც მოგვცემენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და უნდა მივიდეთ ბოლომდე”