„მე ვთქვი, რომ ეს არაფერში ჯდება“ – „იმედის“ მდლობელის სკანდალური განცხადება

1 day ago 2

„იმედის” მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ  საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის 23 დეკემბერს გამართული შეხვედრის შესახებ TV იმედის ეთერში ისაუბრა.

„მე უბრალოდ ვთქვი და რაღაც პერიოდში გავიმეორე – შენ თუ თავიდან პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოს რეალურად ამ ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა არის საგიჟეთია და არაფერში ჯდება. ის, რომ დასავლეთს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა – მე ვთქვი, რომ ეს არაფერში ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა. ეს ვთქვი მე. ეს ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი იყო”, – ამბობს ირაკლი რუხაძე.

სრულად წაკითხვა