მე ვხედავ საკმაოდ მძიმე ფინალს ისე, როგორც ყველა უზურპატორი ამთავრებს – ქეთი ჩხეიძე “ქართულ ოცნებაზე”

2 days ago 4

წაკითხვა: 12

საკმაოდ დიდი ხნის წინ გამიჩნდა ეჭვი, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფი (ქართული ოცნება) გამოჩნდა არენაზე და გავიგონე სიტყვა “ოცნება” და გამიჩნდა ცოტა ირონიული დამოკიდებულება და მქონდა ასეთი შეგრძნება, რომ თითქოს, რაღაც პროვინციალური წამოვიდა”- განაცხადა მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ 19 დეკემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში.

მისი თქმით, 2012 წელს, მან ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, რომელმაც საზოგადოების მოლოდინები არ გაამართლა და მისი მთავარი მმართველი ბიძინა ივანიშვილი იქცა უზურპატორად.

მიუხედავად ამისა, მაინც მივეცი ხმა. ეს შემთხვევითი არ არის, ნელნელა, ჩემი პირველი შეგრძნება, რომელიც მაშინ დამებადა, მაგრამ მერე ჩემთვის მაინც ვიფიქრე რომ ეს (ბიძინა ივანიშვილი) არის ადამიანი, რომელმაც ამდენი გააკეთა და დღეს, ეს სიტუაცია არის იმის დასტური, რომ მე, ალბათ მართალი ვიყავი ჩემ თავთან, როცა ეს შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ არ ვთქვი იმიტომ, რომ მთელი ჩვენი საზოგადოება, მთელი ქვეყანა შევხაროდით ამ მოვლენას, რომელმაც გააკეთა ასეთი რაღაც – ის ბოროტება, რომელიც წინა ხელისუფლებამ (ნაციონალურმა მოძრაობამ) გადმოულოცა, როგორც საგანძური, აიღო და ამით დაიმკვიდრა თავი და დაიწყო 12 წლის მანძილზე გაუთავებელი შეხსენება იმ ბოროტების.

ჩვენ ხომ ვიცით რა არის უზურპატორის ბედი – იწყებს ღიმილით, სიყვარულით, სითბოთი და ამთავრებს იმ მდგომარეობით, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვხედავ საკმაოდ მძიმე ფინალს ისე, როგორც ყველა უზურპატორი ამთავრებს”- განაცხადა ქეთი ჩხეიძემ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა